Monday, April 15, 2019
სსიპ ქალაქ თბილისის N155 საჯარო სკოლაში ხორციელდება საგანმანათლებლო პროექტი ,,ციფრული სკოლა საქართველო'' პროექტი ხორციელდება, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ტალინის უნივერსიტეტის კოორდინაციით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია სკოლის ციფრული სწავლების მოდელზე გადაყვანა, რაც გულისხმობს მოსწავლეთა და მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციების ამაღლებას. პროექტის ფარგლებში სკოლაში შეიქმნა მოსწავლეთა ჯგუფი, ციფრული ელჩები, რომლებიც განახორციელებენ აღნიშნულ ცვლილებებს. ციფრული ელჩების მოვალეობაა მოიძიონ და სასწავლო პროცესში დანერგონ სხვადასხვა საგანმანათლებლო ციფრული პროგრამა და რესურსი. სკოლის ციფრული ელჩები არიან სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები: 1. ნუცა ცერცვაძე 2. გიორგი წიწიკაშვილი 3. გურამ კიკნაძე 4. მარიამ პაპასქირი 5. ანა ჭამპურიძე 6. დაჩი გორდიაშვილი 7. ნიკოლოზ მეტრეველი 8. ირინე თვარაძე 9. გურამ ხვიჩია 10. დავით მძინარიშვილი 11. გიორგი ქუჩოლორია 12. ლუკა მიმინოშვილი
Subscribe to:
Post Comments (Atom)












No comments:
Post a Comment