Friday, April 19, 2019

სსიპ ქალაქ თბილისის N155 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტი ,,ციფრული სკოლა საქართველო''. დღეს მოსწავლეთა და მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციების ამაღლების მიზნით პროექტის ფარგლებში სკოლაში ციფრულმა ელჩებმა ნუცა ცერცვაძემ, გიორგი წიწიკაშვილმა, გურამ კიკნაძემ, მარიამ პაპასქირმა, ანა ჭამპურიძემ, დაჩი გორდიაშვილმა, ნიკოლოზ მეტრეველმა, ირინე თვარაძემ, გურამ ხვიჩიამ, დავით მძინარიშვილმა, გიორგი ქუჩოლორიამ, ლუკა მიმინოშვილმა მასწავლებლებს წარუდგინეს სხვადასხვა საგანმანათლებლო ციფრული პროგრამა და რესურსი. შეხვედრა წარიმართა მხიარულ, სამუშაო გარემოში მოსწავლეებმა (ციფრულმა ელჩებმა) მათზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულეს.








































Monday, April 15, 2019

სსიპ ქალაქ თბილისის N155 საჯარო სკოლაში ხორციელდება საგანმანათლებლო პროექტი ,,ციფრული სკოლა საქართველო'' პროექტი ხორციელდება, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ტალინის უნივერსიტეტის კოორდინაციით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია სკოლის ციფრული სწავლების მოდელზე გადაყვანა, რაც გულისხმობს მოსწავლეთა და მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციების ამაღლებას. პროექტის ფარგლებში სკოლაში შეიქმნა მოსწავლეთა ჯგუფი, ციფრული ელჩები, რომლებიც განახორციელებენ აღნიშნულ ცვლილებებს. ციფრული ელჩების მოვალეობაა მოიძიონ და სასწავლო პროცესში დანერგონ სხვადასხვა საგანმანათლებლო ციფრული პროგრამა და რესურსი. სკოლის ციფრული ელჩები არიან სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები: 1. ნუცა ცერცვაძე 2. გიორგი წიწიკაშვილი 3. გურამ კიკნაძე 4. მარიამ პაპასქირი 5. ანა ჭამპურიძე 6. დაჩი გორდიაშვილი 7. ნიკოლოზ მეტრეველი 8. ირინე თვარაძე 9. გურამ ხვიჩია 10. დავით მძინარიშვილი 11. გიორგი ქუჩოლორია 12. ლუკა მიმინოშვილი